Bulgari -ის შემოდგომა-ზამთარი 2012/13 ახალი კოლექციის, სარეკლამო სახე ლეგენდარული იტალიელი მსახიობი და მოდელი იზაბელა როსელინი გახდა.
60-წლის ვარსკვლავი Bulgari-სთან 2010 წელსაც თანამშრომლობდა, როდესაც მან მოდის სახლისთვის ხელჩანთების ექსკლუზიური მოდელი შექმნა.
ორი წლის შემდეგ, მსახიობი Bulgari-ის ისევ დასთანხმდა მათი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ფოტო-ვიდეო გადაღებებში მიიღოს.
„ჩემი კავშირი Bulgari-სთან მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. დედას ყოველთვის თან ვახლდი, როდესაც ის Bulgari-ის მაღაზიებს რომში სტუმრობდა“-ამბობს იზაბელა, ერთ-ერთ ინტერვიუში და მართალიცაა, დედამისი, ასევე ლეგენდარული მსახიობი, ინგრიდ ბერგმანი Bulgari-ის იუილვერიის დიდი გულშემატკივარი იყო.
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამართულ ფოტოსესიას, ცნობილი არტ-ფოტოგრაფი ენნი ლეიბოვიცი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ლენის და იზაბელას არა ერთხელ უთანამშრომლიათ, მათი პირველი შეხვედრა 1986 წელს შედგა.
გადაღებები ლეიბოვიცის სტუდიაში, ნიუ-იორკში გაიმართა.