პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიებისთვის განკუთვნილ სამოქმედო დეკლარაციაზე არასამთავრობოების მიერ შემუშავებული პუნქტების დამატებას
დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს არჩევნების შემდგომ ყოველგვარი ბრალდებები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და არჩევნების გაყალბებაზე თავიდან აიცილოს.
ცინცაძის თქმით, არასამთავრობოების მიერ შემუშავებული პუნქტები „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერისთვის მიუღებელი იყო, თუმცა მისი თქმით, მთავარია, რომ მათ შორის კონსესუსი შედგა.
„ახლა მთავარია თვითონ არასამთავრობოები როგორ აფასებენ ამ შეთანხმებას, რამდენად კმაყოფილნი არიან და დაკმაყოფილდა თუ არა მათი პრინციპული პოზიციები. აღვნიშნავ, რომ ამას ხელისუფლების დათმობად არ განვიხლავ. ეს მათი მხრიდან უკვე არის სურვილი ყველაფერი მაქსიმალურად შესაძლებლობის ჩარჩოებში იყოს. ახლა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არაა რიგითი არჩევნები, ეს განსაკუთრევული არჩევნებია ამიტომ აქ პოლიტიკური ბრძოლის გრადუსი ძალიან მაღალია. ასეთ ვითარებაში, ნებისმიერი შეთანხმება, სადაც საერთო ენა გამოიძებნება, მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“, - განაცახდა ცინცაძემ.