ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიებისთვის განკუთვნილ დეკლარაციაზე არასამთავრობოების მიერ შემუშავებული პუნქტების დამატებას დადებითად აფასებს. ჩუგოშვილი პარტიებს შორის ამ შეთანხმებას მნიშვნელოვანს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მთავრი ამ შეთანხმების შესრულებაა.
„პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებულ პარტიებისთვის განკუთვნილ დეკლარაციაზე მთლიანად დაემატება ის პუნქტები, რაც კამპანია „ეს შენ გეხებას“ მხრიდან იქნა შეთავაზებული. ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი რაც საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია ამ პუნქტებშია ასახული, რომელიც ჩვენ პარტიებს შევთავაზეთ. ტექნიკურად როგორ მოხდება შეთანხმება არ ვიცი, მაგრამ შეთანხმება მნიშვნელოვანია. ახლა მთავარია, ამ შეთანხმების შესრულება მოხდეს. ხელმოწერა მაინც ნახევარი საქმეა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.