Euronews-ის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სირიაში კიდევ 250 ადამიანია დაღუპული. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობას არა მარტო დამასკოში, არამედ საზღვრისპირა რაიონებშიც.
ბაშარ ასადის ხელისუფლება აჯანყებული მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო თვითმფრინავებს და მძიმე სამხედრო ტექნიკას იყენებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთიდან დამატებით 5000 ადამიანი დაიძრა „სირიის თავისუფალი არმიის“ მხარდაჭერის მიზნით.
წუხელ გვიან ღამით, ტერაქტის შემდეგ პირველად გამოჩნდა ჟურნალისტების წინაშე ბაშარ ასადი, რომელმაც პირდაპირ ეთერში მიღო მიიღო ფიცი თავდაცვის ახალი მინისტრისგან ფახდა ჯასემა ალ-ფრეიჯისგან, რომელმაც ორი დღის წინ ტერატის დროს მოკლული მინისტრი გენერალი დაუდი რაჯხი შეცვალა.
მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ბაშარ ასადის მეუღლე ასმა ასადიმ უკვე ორი დღეა სირია დატოვა და თავს მოსკოვს აფარებს.