მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს,  რომ ამაღამ ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს

მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამაღამ ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტიქიის ზონაში ჩავიდა და დაზარალებული ყველა რეგიონის მოსახლეობას  შეხვდა.

პრეზიდენტი  მცხეთა-მთიანეთის დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფოსგან კომპენსაციებს მიღებას დაპირდა და აღნიშნა, რომ  მთავრობა მათ ყველანაიარად დაეხმარება. 

სააკაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას სახურავების დაუყენებლივ აღდგენის და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დავალებაც მისცა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამაღამ ღია ცის ქვეშ არავინ დარჩეს.

ცნობისთვის, ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კახეთის რეგიონი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი დააზარალა.