პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს მერაბიშვილს დაუკავშირდეს და და თვითონ შეთანხმდებიან რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას შტაბის მუშაობაში. აღნიშნული კომენტარი ბაქრაძემ დღეს ქართული ოცნების შეთავაზების კომენტირებისას გააკეთა.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არიან, სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას ყველანაირად დაეხმარონ.
„მე ამაზე პოლიტიკურ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია ბატონი ივანიშვილისგან შეფასება, რომ ვანო მერაბიშვილი კარგი მენეჯერია, შეუძლია დაუკავშირდეს ბატონ მერაბიშვილს და თვითონ შეთანხმდებიან თუ არსებობს რაიმე ფორმა, რა ფორმითაც ბატონი ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს შტაბის მუშაობაში. ისე, შტაბი, ზოგადად იქმნება მთავრობის და მინისტრების მონაწილეობით. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ვანო იმდენად კარგი მენეჯერია, რომ სურვილის შემთხვევაში რაღაცაზე მოლაპარაკებას შესძლებენ. პოლიტიკურ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ“. – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიცია სურვილს გამოთქვამს, პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ ზარალის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.