სამხრეთ ოსეთში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ფილიპ ლეფორის (ევროკავშირი), ანტი ტურუნენის (გაერო) და პადრიგ მერფის (ეუთო) შეხვედრა გაიმართა. ოსური მხრიდან მას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი, პოსტკონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების კომიტეტის თავმჯდომარე მურატ ჯიოევი, პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი და დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ სანაკოევი ესწრებოდნენ.
„ჩვენ ვიცით, რომ ზარდიანთკარის ტერიტორია საქართევლოს ტერიტორიაა და ჩვენ ამაზე პრეტენზიებიც არ გვაქვს. ამავე დროს აბსოლუტურად გაუგებარია ევროკავშირის დამკვირვებლების პოზიცია, რომლებმაც მანდატის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელები ქართული მხარისგან უნდა დაიცვას. რატომ არ შეისწავლა ევროკავშირმა ზარდიანთკარში ბლოკ-პოსტის გადაწევის საკითხი 200 მეტრით წინ?“,-დასვა შეხვედრაზე შეკითხვა ჩოჩიევმა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართული პოლიცია ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდეს, რადგან ზარდიანთკარის მოსახლეობას ეშინია.
„2008 წლის მოვლენების შემდეგ, ზარდიანთკარის ზოგიერთმა მაცხოვრებელმა თვითნებურად მიატოვა სოფელი და ახლა ისინი საქართველში დევნილებად ითვლებიან. ჩვენი, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევევ ევროკავშირის დამკვირვებლების პირდაპირი ამოცანაა დავიცვათ ოსური მოსახლოება ქართული მხარისგან“,-განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.