სკანდალური ლინდსი ლოჰანი, რომელიც ჰოლივუდის ლეგენდის ელიზაბეტ ტეილორის შესახებ გადაღებულ ბოლო ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს, ახალ ფილმში რადიკალურად განსხვავებულ როლზე დაამტკიცეს . ფილმის რეჟისორია პოლ შრედერი, ლოჰანის პარტნიორი კი,- პორნოვარსკვლავი ჯეიმს დინი.
ფილმს „კანიონი“ ჰქვია და მას ბრეტ ისტონ ელისის სცენარის მიხედვით იღებენ. ფილმში იქნება ბევრი ძალადობისა და „სასტიკი ფსიქოლოგიური თამაშების“ ფაქტები. სიუჟეტი მოგვითხრობს ხუთ ახალგაზრდაზე, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის ძიების გზაზე უამრავი საშინელების გადატანა უწევთ. სიუჟეტი მართალია, ძალიან მძიმეა, მაგრამ ის გულწრფელ, ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული.
გადაღებები აგვისტოს დასაწყისში იწყება, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.