პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მომავალ კვირას ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ელდარ კვერნაძემ განუცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მომავალ კვირას ჩატარდება, თუმცა, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ დღეს კახეთში მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები განიხილება. სტიქით დაზარალებულ რაიონებს ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს გამოუყოფენ.