პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანმა, თეიმურაზ მურვანიძემ მოუწადო საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი შეზღუდვების ნაცვლად გაამარტივოს ის წესები, რომლითაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ თამამად ჩაერთონ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. ამის შესახებ პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„გამოვთქვამთ პროტესტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნ გრიგოლ ვაშაძის 2012 წლის 11 ივლისის #158 ბრძანებულებასთან დაკავშირებით, რომლითაც ცვლილებები შევიდა 2011 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებულებაში. სწორედ ამით რეგულირდებოდა საზღვარგარეთ მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესი. ამ დამატების საფუძველზე ყველა მოქალაქეს აღრიცხვაზე დასადგომად ესაჭიროება ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, რაც ჩვენი შეფასებით ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - არალეგალურად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება დეპორტაციის შიშით, რაც თავის მხრივ მეტყველებს ხელისუფლების დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვონ ქართული ემიგრაცია და ჩამოართვან მათ მინიჭებულ არჩევანის უფლებას“.
მურვანიძის განმარტებით, მას შემდეგ რაც, ქვეყანაში გაჩნდა ახალი რეალობა და მმართველმა გუნდმა დაინახა ძლიერი ოპოზიციური ძალა, ხელისუფლება არ ერიდება უკანონობათა მთელ კასკადს რათა არ დაკარგოს ძალაუფლება:
„ამჯერად, გრიგოლ ვაშაძის ამ ბრძანებულებით მმართველი გუნდი ცდილობს ქართული ემიგრაციის საარჩევნო ხმები მოაკლოს ოპოზიციურ ძალებს“,- ნათქვამია საქართველოს გზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.