ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი რობინ უილიამსი ლი დენიელსის ახალ ფილმში „სახლთუხუცესი“ ამერიკის 34-ე პრეზიდენტის დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერის როლს მოირგებს.
ფილმი მოგვითხრობს თეთრი სახლის კარისკაცზე, რომელიც მას 34 წლის განმავლობაში ემსახურებოდა.
ფილმში უილიამსის გარდა მონაწილეობას იღებენ მსახიობები: ჯეიმს ფონდა, ნიკოლ კიდმანი, ფორესტ უიტაკერი, ჯონ კიუსაკი, ალან რიკმანი, ოპრა უინფრი, მელისა ლეო და ა.შ.