პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი პარლამენტის შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ჯანიაშვილის თქმით, მან დღეს ჟურნალისტებისგან შეიტყო, რომ თითქოს შენობა ვინმე ქართველმა ბიზნესმენმა იყიდა.
"ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შემოიხედა და პირველად მისგან გავიგე, რომ პარლამენტის შენობა გაიყიდა და ვინმე ქართველმა ბიზნესმენმა იყიდაო', - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის შენობა რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ბუბა ქებურიამ 50 მილიონ ლარად იყიდა. ამავე ინფორმაციით, უკვე გადახდილია თანხის ნახევარი - 25 მილიონი ლარი.
ქებურია რესტორან ამბასადორისა” და საგამოფენო სახლის მფლობელია.