დავით ჯანიაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტის სხდომის ჩატარებას ხელი არ შეეშლება

დავით ჯანიაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტის სხდომის ჩატარებას ხელი არ შეეშლება

პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილის განცხადებით,

პარლამენტის სხდომის ჩატარებას ხელი არ შეეშლება. აღნიშნული განცხადება  ჯანიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

კითხვაზე, პარლამენტის შენობის დაცლის გამო სხდომის ჩატარებას ხელი ხომ არ შეეშლება, ჯანიაშვილმა განმარტა, რომ  აპარატის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობიდან პირადი ნივთები და ყვავილების ქოთნები წაიღეს.

„არამგონია ყვავილების ქოთანზე იყოს დამოკიდებული სხდომის ჩატარება“, – აღნიშნა ჯანიაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტში არსებული კომპიუტერების აპარატის თანამშრომლებისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ამის თაობაზე არაფერი სმენია. მისივე განმარტებით, ახალ პარლამენტში კომპიუტერების ნაწილი ახალი იქნება, ნაწილს აქედან წაიღებენ.  

რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას იმის შესახებ თითქოს პარლამენტის შენობის რემონტი იწყება, ამის თაობაზე ჯანიაშვილს არანაირი ინფორმაცია არა აქვს.