მსოფლიო სცენის ვარსკვლავებში, ბოლო დროს, საკუთარი არომატების გამოშვება, სულ უფრო და უფრო მოდური გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოვიდა ლედი გაგას ორი ახალი არომატი, საკუთარი სურნელი გამოუშვა შაკირამაც.
რაც შეეხება ბიონსეს, ის უკვე ორი წელია ამ ბიზნესითაა დაკავებული, მომღერალმა მისი პოპულარული სუნამოს „Heat“-ის ახალი ვერსია, კვირის დასაწყისში გამოუშვა.
ახალ სუნამოს „Midnight Heat“-ი ჰქვია და მას რეკლამას თავად მომღერალი უკეთებს.
„Midnight Heat“-ის სურნელს მომღერალი შემდეგნაირად ახასიათებს: „მგრძნობიარე და იდუმალი არომატი, აქსესუარი იმისათვის, რომ თქვენს შინაგან ბრწყინვალებას, თავდაჯერებულობასა და სექსუალურობას გაუსვათ ხაზი“.
ბიონსე ვარაუდობს, რომ ეს სუნამოც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც მისი წინამორბედი იყო, იქამდე კი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ფოტოობიექტივის წინ პოზირებს.
დამზადებულია ახალი არომატის ვიდეორგოლიც, თუმცა ის ინტერნეტსივრცეში ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა.
რაც შეეხება, ახალი არომატის ფოტორეკლამას მასზე ბიონსე გაშლილ თმებსა და მოკლე იასამნისფერკაბაშია გადაღებული.