„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას მომდევნო კვირიდან გეგმავს. ამის შესახებ პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს 50-მდე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები შერჩეულია თუმცა ამ ეტაპზე სავარაუდო კანდიდატების დასახელებისგან თავი შეიკავა.
„ჩვენ არსად არ გვეჩქარება. 70 ოლქიდან 50 ოლქში კანდიდატები შევარჩიეთ, მათ დასახელებას კი შემდეგი კვირიდან დავიწყებთ. რაც შეეხება იმას თუ ვინ იქნებიან ეს კანდიდატები, ამას პრეზენტაციაზე გაიგებთ“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი პარტიების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დაასახელა.