ნიშნობა ცხოვრების, ერთ-ერთი, ყველაზე დაუვიწყარი მომენტია, რომელიც უფრო შთამბეჭდავი შეიძლება გახადოს, ხელის თხოვნის გარემომ და რა თქმა უნდა, ნიშნობის ძვირფასმა ბეჭედმა.
ვნახოთ, ცნობილი ადამიანების სია, რომელთა ნიშნობის ბეჭდები ყველაზე ძვირადღირებულია. რეიტინგში მოხვედრილ, ერთ დორს ბედნიერ წყვილთაგან, ზოგიერთი დიდი ხანია დაშორდა, ზოგი კი, ამჟამადაც გაყრის პროცესშია.
1. ამერიკელ მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს 2008 წელს რაიან რეინოლდმა 30.000 ათასი დოლარის ღირებულების ნიშნობის ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ოქროს ბეჭედი აჩუქა.
2. „შავი გედის“ ვარსკვლავი ნატალი პორტმანი და მისი რჩეული მამაკაცი ბენჟამენ მილიპე ჯვარს აგვისტოს დასაწყისში დაიწერენ. ბენჟამენმა საყვარელ ქალბატონს ნიშნობის ბეჭედი 2010 წელს აჩუქა. ბეჭდის ღირებულება 35.000 დოლარია.
3. ავსტრიელ მსახიობსა და მოდელს ნიკოლ კიდმანს კიტ ურბანმა 2005 წელს 45.000 დოლარიანი, ანტიკური სტილის ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
4. ამერიკელი მსახობმა რეიჩელ ბილსონმა 60.000 დოლარის ღირებულების ოქროს რგოლი სამკარატიანი ბრილიანტის თვლებით 2009 წელს ჰაიდენ კრისტენსისაგან მიიღო. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებულენო ოყვნენ თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და დღესაც ერთად არიან.
5. რაც შეეხება „ვიქტორია სეკრეტის“ სუპერმოდელ ქეით მოსს, მან როკ მომღერლის ჯეიმი ჰინსისგან S.J.Phillips -ის ფირმის 20-იანი წლების ვინტაჟური სტილის 80.000 დოლარად შეფასებული ნიშნობის ბეჭედი მიიღო.
6. პოპ ვარსკვლავ ბრიტნი სპირსს კი, მესამე მეუღლემ ჯეისონ ტრავიკმა 2011 წელს 92.000 დოლარის ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
7. სუპერმოდელმა ჯესიკა ალბამ 100.000 დოლარად შეფასებული ნიშნობის 5კარატიანი ბრილიანტის ბეჭედო 2008 წელს კეშ უორენისგან მიიღო. იგივე ღირებულების ბეჭდები მიართვა ჯესიკა სიმპსონს ყოფილმა მეუღლემ, მომღერალმა ნიკ ლაშემ.
8.120.000 დოლარი დაუჯდა, უკვე განქორწინებულ რასელ ბრენდს, ქეით პერის ნიშნობის ბეჭედი, რომელიც საყვარელ ქალბატონს 2010 წელს მიართვა.
9. სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა, პრინც უილიამმა ქეით მილტონისთვის ნიშნობის ბეჭედი 136.000 დოლარად შეიძინა.
10. ჰოლივუდის მსახიობი ენ ჰეთუვეი მალე პირველი შვილის დედა გახდება. მან გასულ წელს ადამ შულმანისგან 150.000 დოლარად შეფასებული ნიშნობის ბეჭედი მიიღო. იგივე ღირებულებისაა ჰაიდი კლუმის ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც სუპერმოდელს სილმა 2005 წელს აჩუქა.
11. ჰოლი ბერს ოლივერ მარტინესმა 200.000 დოლარიანი ნიშნობის ბეჭედი აჩუქა. იგივე ღირებულებისაა ქეით ჰადსონის ნიშნობის ბეჭედიც
12. ქეით ჰოლმსის ნიშნობის ბეჭდის ღირებულება 250.000 დოლარს შეადგენს. წყვილი ამჟამად სკანდალური გაყრის პროცესშია, ტომ კრუზმა ქეითს ნიშნობის ბეჭედი პარიზში, ურთიერთობის ორი თვისთავზე აჩუქა. იგივე ღირებულებისაა ანჯელინა ჯოლის ნიშნობის ბეჭედიც, რომელიც ბრეტ პირის დიზაინითაა შექმნილი და ვიქტორია ბექჰემისა ნიშნობის ბეჭედიც.
13. 1 მილიონ დოლარად შეფასებული ნიშნობის 14 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი ჰილარი დაფიმ 2010 წლის თებერვალში ჰოკეისტი, მაიკომ კომრისგან მიიღო. წყვილს მარტის თვეში პირველი შვილი ლუკა კრუს კომრი შეეძინათ.
14. მილიონ 200.000 დოლარიანი ბრილიანტის 6 კარატიანი ბეჭდი აჩუქა, თავის დროზე ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს.
15. ჰოლივუდის ბრიტანელ მსახიობ კეტრინ ზეტა ჯონსს მაიკლ დუგლასმა 1920 წელს გამოშვენული 10 კარატიანი 2 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბეჭედი მიართვა.