დღეს გამთენიისას, ბულგარეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა რაოდენობა 8 -მდე გაიზარდა, მათ შორისაა ტერორისტიც, რომელმაც თავის აიფთქა.
ტერმინალ Sаrafovo-სთან მდგარი ავტობუსი, რომელშიც 40-მდე ისრაელიდან ჩამოსული ტურისტი იჯდა, აფეთქდა, როგორც კი ავტობუსი დაიძრა. ხუთი ადგილზე გარდაიცვალა, დაზარალებულები სოფიის საავადმყოფოში გადაიყავანეს. ორი მათგანი რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო მერვე ცხედარი, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, თვითონ ტერორისტისაა.
ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ტერაქტი ან ირანის ილამისტთა ლიგის კორპუსის ან „ჰესბოლას“ მოწყობილია.
აეროპორტი ბურგასა დაკეტილია, ყველა რეისს ვარნას აეროპორტი განახორციელებს.