ვიქტორ დოლიძე: არ არის საუბარი იმაზე, რას იზამს დოლიძე, აბაშიძე ან  შავგულიძე,  საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე

ვიქტორ დოლიძე: არ არის საუბარი იმაზე, რას იზამს დოლიძე, აბაშიძე ან შავგულიძე, საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ დოლიძე კოალიციამ ჩუღურეთის რაიონში დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. როგორც დოლიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე „ნაცმოძრაობიდან“ ან მათი სატელიტი პარტიებიდან, რადგან დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.

„ნამდვილად არ ვიცი ნაციონალების კანდიდატი ვინ იქნება. რამდენადაც ვიცი, შუალედურ არჩევნებში აქ ანდრო ალავიძემ გაიმარჯვა, ახლაც მას დააყენებენ თუ სხვას, ინფორმაცია არ მაქვს.

მინდა გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვის დააასახელებენ „ნაციონალები“ ან მათი სატელიტი პარტიები თავის კანდიდადატად ჩუღურეთის რაიონში, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. თუ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ისევ დარჩა, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა ეშველება ქვეყანას. აქ არ არის საუბარი იმაზე, რას იზამს ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე ან შალვა შავგულიძე, აქ საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე“,-აცხადებს დოლიძე.