ისანში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას დეპუტატობაზე არასოდეს უოცნებია, ახლა ამ პასუხისმგებლობას იღებს.
„ისანი ძალიან ძველი ისტორიული რაიონია და დარწმუნებული ვარ თბილისელებთან ერთად გავიმარჯვებ, ისევე როგორც კოალიცია“ქართული ოცნება“ საქართველოსთან ერთად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ქანთარიამ და აღნიშნა, რომ ისნის მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად, ის ინტენსიურ შეხვედრებს გამართვას მათთან.