ევროპაში დაწყებულმა კრიზისმა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, არა მარტო ქვეყნების ეკონომიკა, არამედ ცნობილი კომპანიებიც დააზარალა.
ცნობილმა ბავარიულმა ფირმამ „პუმამ“ ამის შესახებ უკვე ხმამაღლა განაცხადა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ფრანკფურტის ბირჟაზე დანაკარგმა 5%-ი შეადგინა. კომპანია ნახევარი წლის შედეგების გამოქვეყნებას 26 ივლისისთვის გეგმავს და ვარაუდობს, რომ მისი როგორც სუფთა, ასე საოპერაციო მოგება მნიშვნელოვნად შემცირდება.