BBC-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი თვლის, რომ გუშინ დამასკოში აფეთქების შედეგად მინისტრთა კაბინეტის წევრების გარდაცვალება იმის მანიშნებელია, რომ ასადი ქვეყანაში სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს.
„ჩვენ ვთვლით, რომ გუშინდელმა სიტუაციამ ნათლად დაგვანახა, რომ ასადი კონტროლს კარგავს. ახლა ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი უნდა დაგვეთანხმოს იმაში, რომ ხელისუფლება ხელში გარდამავალმა ხელისუფლებამ აიღოს“,-განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კერნიმ.