საბურთალოში პოლიტიკური კოლიაცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, როგორც კოალიციის ისე საკუთარი წარმატებისთვის ზრუნვას აპირებს. ამის შესახებ უსუფაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ნებისმიერი კონკურენტული ბრძოლისთვის მზადაა და აცხადებს, რომ საბურთალოს საარჩევნო ოლქში სერიოზულ კონკურენტს ისურვებდა, რათა მისი თქმით, მოსახლეობას მეტი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.
„მივდივარ გამარჯვების რწმენით და გამარჯვებისთვის. სხვა კანდიდატებს წარმატებულ ბრძოლას ვუსურვებ, მაგრამ გამარჯვებას ვპირდები ამომრჩეველს „ქართული ოცნებისთვის“. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხედავს ხელისუფლება როგორ ალაპარაკდა, მოსახლეობას შავისა და თეთრის გარჩევა მაინც არ გაუჭირდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეკითხვაზე, თუ რამ განაპირობა საბურთალოს ოლქში დასახელებული თინა ხიდაშელის კანდიდატურის ცვლილება, უსუფაშვილმა პასუხად გასცა, რომ ეს კიდევ ერთხელ იმის მანიშნებელია, რომ ამ ქვეყანაში მუდმივი არაფერია და ყველაფერი იცვლება.