პრეზიდენტის ბრძანებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა პრეზიდენტის ბრძანებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა.
მიხეილ სააკაშვილი სტიქიით დაზარალებულ კახეთის რეგიონში იმყოფება. გუშინდელმა სტიქიამ ყველაზე მეტად კახეთი დააზარალა. ძლიერ წვიმას თან ქარიშხალიც დაერთო.
სტიქიის გამო დღესვე, მთავრობის სხდომა თბილისის ნაცვლად თელავში გაიმართება.
მინისტრთა კაბინეტი თელავში დღეს, 12:00 საათზე შეიკრიბება. საქართველოს მთავრობა სტიქიისგან მიყენებულ ზიანსა და მისი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელებს.