ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს თბილისში შეხვედრებს გამართავენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანკი ტურუნენი და ეუთო-ს თანათავმჯდომარის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი დაესწრებიან.
ისინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს შეხვდებიან და მასთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალში.