გაეროსა და „არაბთა გაერთიანებული ლიგის“ სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი მოსკოვში სირიის საკითხთან დაკავშირებით,მოკლე ვიზიტით იმყოფებოდა. სირიის საკითხი და ანანის სამშვიდობო გეგმა „საჯილდაო ქვად“ იქცა დასავლეთსა და რუსეთს შორის.
კოფი ანანმა შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოფი ანანმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს დაჭერს ანანის სამშვიდობო გეგმის განხორციელებას, თუყმცა ეს განცხადება გაერო-მ და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უკვე რამდენჯერმე გააკეთეს.
გაერო-ში კი კოფი ანანს სირიასთან დაკავშირებული ორი პროექტი ელოდება. პირველი რუსეთის მიერ შეთავაზებული, გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის სამი თვის ვადით გაგრძელებას ითვალისწინებს, მეორე კი, დამკვირვებლებისთვის ვადის 45 დღით შემოფარგვლას, რის შემდეგაც დასავლეთი დამასკოსთვის სანქციებს გაამკაცრებს. ითვალისწინებს.
კოფი ანანმა რუსეთი უკვე დატოვა.
სირიაში კი არეულობა ისევ გრძელდება. შეტაკებებისა და სროლის ხმა უკვე დამასკოს ცენტრში ისმის. საერთაშორისო მედიის წარმომადგენელები სრულფასოვან მშაობას სირიის დედაქალაქში ვერ ახერხებენ, რის შედეგადაც ინფორმაცია საკმაოდ მწირია და ინტერნეტში მხოლოდ სამოყვარულო კამერით გადაღებული მასალები ვრცელდება.