ზურაბ აბაშიძე: რუსეთში დემოკრატია ძალიან ცუდ დღეშია  და ამას ბოლო ორი კვირის მანძილზე მიღებული კანონებიც მოწმობს

ზურაბ აბაშიძე: რუსეთში დემოკრატია ძალიან ცუდ დღეშია და ამას ბოლო ორი კვირის მანძილზე მიღებული კანონებიც მოწმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ კანონთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა და ტერმინ „აგენტის“ მნიშვნელობა აუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  კი სააკაშვილს ურჩია, რომ  „ხუთ კაპიკს ნუ ჩადებს რუსეთის დემოკრატიაში“. ექსპერტი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთში დღეს დემოკრატია ძალიან რთულ მდგომარეობაშია, თუმცა რაც ჩვენ შემოდგომაზე სამაგალითო არჩევნებს ჩავატარებთ, მეტი მორალური უფლება გვექნება, რომ ვიღაცას ჭკუა ვასწავლოთ.

„სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადება, კრიტიკადა  შენიშვნა ასე მიღო და მწვავე რეაქცია მისცა.  დღევანდელ დღეს ასეთი ურთიერთობაა ჩვენს ქვეყნებს შორის და ასეთი ენით საუბრობენ. რუსეთში რომ დემოკრატია ძალიან ცუდ დღეშია, ეს ცხადია და ამას ბოლო ორი კვირის მანძილზე მიღებული კანონებიც მოწმობს.  ერთ-ერთი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური და საქმიანობის კონტროლს შეეხება. მიიღეს კანონი, რომელიც დემონსტრაციების მოწყობას კრძალავს და ამაზე იმხელა ჯარიმები დააწესეს, რომ შეიძლება სახლიდან გახვიდე, მოხვიდე და ბინა გაყიდული დაგვხვდეს. ჯარიმები იქ 50 000 დოლარიდან იწყება, მიიღეს კანონი, რომელიც საკამოდ ზღუდავს ინტერნეტის სარგებლობას, ხელისუფლებას აძლევს საშუალებას ჩაერიოს სოციალური ქსელების მუშაობაში.  შეიძლება ვიღაც შეწუხდეს ამის გამო. მას შემდეგ, რაც ჩვენ შემოდგომაზე სამაგალითო არჩევნებს ჩავატარებთ, მეტი მორალური უფლება გვექნება, რომ ვიღაცას ჭკუა ვასწავლოთ“,-აცხადებს ექსპერტი.

From.ge-ს შეკითხვაზე, რამდენად მართებულია ქართული მხარის მიერ რუსეთისთვის „აგენტის“ ახსნის მნიშვნელობა და შენიშვნის მიცემა, მაშინ როცა საქართველოში ასე მომრავლდნენ „რუსეთის აგენტები“, აბაშიძე პასუხობს, რომ ეს საქმე საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაარჩიონ ერთმანეთში.

„კანონი უცხოელი აგენტების“ შესახებ ჯაშუშებს არ ნიშნავს, იურიდიული პირის ტერმინის გამოყენებული, თუმცა რუსულად აგენტს ცუდი დატვირთვა გააჩნია. რას იზამ, მიიღო რუსეთმა ასეთი კანონი და ამ გზით წავიდა. ჩვენ უკეთესი გზით უნდა წავიდეთ და მერე შეგვიძლია სხვებს ვასწავლოთ ჭკუა“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.