ლატვიელმა პოლიტიკოსმა სანდრა კალნიეტემ ლატვია-ესტონეთის კონფედერაციის შესახებ განცხადება გააკეთა. პოლიტიკოსის აზრით, ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისთვის, რომლებიც მოსახლეობის სიმცირით გამოირჩევა, უმჯობესი იქნება კონფედერაცია ესტონეთთან შეიქმნას.
„თავის დროზე, ბალტიის ზღვის სანაპიროზე იყო სახელმწიფო ლივონია, რომელშიც ესტონეთისა და ლატვიის საკმაოდ დიდი ნაწილი შედიოდა. ლატვიაში ამჟამად 2 მილიონი, ხოლო ესტონეთში 1,7 ადამიანი ცხოვრობს. ნორმალურ ეკონომიკურ განვითარებას კი ადამიანური რესურსები სჭირდება.
უმჯობესი იქნება ესტონეთთან ერთად შევქმნათ კავშირი, გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური მასშტაბი, როგორც ბაზარი, რადგან მხოლოდ ერთი თაობა დემოგრაფიულ პრობლემებს ვერ გადაგვიჭრის. პატარა ქვეყნებს კი ძალიან ძალიან რთული მომავალი ელოდებათ. ასე, რომ ჩვენი ამბიციები ჩანთებში შევინახოთ და წინ წავიდეთ“,-აცხადებს კალნიეტე.