დამასკოში მინისტრტა კაბინეტის წევრებისთვის მოწყობილი ტერაქტის პასუხისმგებლობა თავისთავზე ორმა დაჯგუფებმა აიღო.
CNN-ის ინფორმაციით, ეს სირიის თავისუფალი არმია და ისლამური დაჯგუფება „ლიბა ალ-ისლამი“ არიან.
„ეს ტერაქტი სწორედ ის ვულკანია, რომლის ამოხეთქვაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ჩვენ მხოლოდ პროვოცირება გავუკეთეთ მის ამოხეთქვას“,-აცხადებენ „ლიბა ალ-ისლამის“ წევრები.
CNN-ისვე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი იბრაგიმ ალ-შაარა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ასიფ შაუკატაც არიან.