ელენე ფოჩხუა:  გიორგი  მოკლულია, ჯერ ნაცემია - თვალები აქვს ჩალურჯებული და ყელზე აქვს მოჭერილი

ელენე ფოჩხუა: გიორგი მოკლულია, ჯერ ნაცემია - თვალები აქვს ჩალურჯებული და ყელზე აქვს მოჭერილი

ზუგდიდის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი, გიორგი ფოჩხუა მოკლულია აცხადებენ ოჯახის წევრები. გარდაცვლილის  ოჯახის წევრების განცხადებით, ცხედარს  სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც  ოჯახის წევრები უბედურ შემთხვევას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ  გიორგი მოკლულია.  მათი ინფორმაციით, ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, გიორგი ფოჩხუას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

"გიორგი ნამდვილად მოკლულია, ჯერ ნაცემია - თვალები აქვს ჩალურჯებული და ყელზე აქვს მოჭერილი. ან ზღვაში ჩაახრჩვეს და  მერე გახადეს ტანსაცმელი, ან მოკლეს და წყალში ჩააგდეს, რათა ხალხს დამხრჩვალი ჰგონებოდა. არასდროს, გიორგი ნასვამ მდგომარეობაში წყალში არ ჩავიდოდა. შემთხვევამდე ჩემი ძმა მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში ქეიფობდა",- აცხადებს ელენე ფოჩხუა

გარდაცვლილის  ახლობლების ვარაუდით კი, გიორგი ფოჩხუა მკვლელობამდე გაძარცვეს. "მას წაართვეს მობილური ტელეფონი, საქორწინო ბეჭედი და ფოტოაპარატი. ამის შემდეგ კი მოკლეს".

გიორგი ფოჩხუას ოჯახის წევრების განცხადებით, მკვლელის ვინაობა ცნობილია და მას გამოძიება ეძებს.

შეგახსენებთ, რომ მსახიობისა და მომღერლის, გიორგი ფოჩხუას ცხედარი ანაკლიაში ზღვამ გუშინ გამორიყა.

ქუთაისში ცხედრის ექსპერტიზა დღეს დასრულდა. ამ დროისთვის კი გარდაცვლილი  საკუთარ სახლშია გადასვენებული.