მსახიობი გიორგი ფოჩხუა  ზღვაში დაიხრჩო

მსახიობი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო

 

მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო.სამეგრელო ზემო სვანეთის საგანგებო სუტაციათა სამსახურის უფროსის მერაბ კვარაცხელიას განცხადებით, სამსახურში 16:00 საათისთვის შევიდა შეტყობინება, რომ ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

" შემოვიდა შეტყობინება. ადგილზე გაემგზავრა სამშველო ჯგუფი. ზღვის მიერ გამორიყული იყო ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელიც აღმოჩნდა გიორგი ფოჩხუა", - აცხადებს მერაბ კვარაცხელია.

ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. საქმეში ჩართულია შსს-ს შესაბამისი უწყებები.

გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი იყო. ის "ჯეოსტარელი" ელენე ფოჩხუას ძმაა.