„ახალი მემარჯვენეები“ მონოპოლიის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ. გორის „მემარჯვენეების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გორის მაჟორიტარობის კანდიდატთან, იოსებ ბორცვაძესთან ერთად ანტიმონოპოლიური კამპანიის ფარგლებში „არა მონოპოლიებს“ აქცია გამართა.
ახალგაზრდებმა გორის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ქალაქში ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას „ახალი მემარჯვენეების“ ანტიმონოპოლიური კამპანიის მიზნები გააცნეს.
მაჟორიტარობის კანდიდატის იოსებ ბორცვაძის განცხადებით, „მემარჯვენეები“ მსგავს აქციებს კიდევ მოაწყობენ.
„ახალი მემარჯვენეები ვაგრძელებთ მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან მონოპოლიები ანგრევს ეკონომიკას, გვიძვირებს ცხოვრებას და თითოეულ ოჯახს აზარალებს. მონოპოლია ნიშნავს ძვირ წამალს, ძვირ საწვავს, ძვირ პროდუქტებს. მონოპოლია ნიშნავს უმუშევრობას. ასეთ აქციებს „ახალი მემარჯვენეები“ კიდევ მოვაწყობთ“, - განაცხადა იოსებ ბორცვაძემ.