კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ დღეს გორში გამართულ „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდება.
მათი განცხადებით, კოალიცია აღნუსხავს და შეისწავლის ყველა იმ პრობლემას, რაც აქციის მიმდინარეობისას გამოვლინდება.
მათივე ინფორმაციით, კოალიცია მონიტორინგს გაუწევს როგორც აქციის მონაწილეთა გადაადგილებას, ისე თავად აქციის მიმდინარეობას.
„ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ წევრების მოსახლეობასთან შეხვედრებზე მომხდარი ინციდენტებიდან, აგრეთვე, მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გორის ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველანაირად უზრუნველყონ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება. კოალიცია იმედს იტოვებს, რომ გორში აქცია მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში ჩატარდება“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.