ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის, სილვესტერ სტალონეს შვილი - 36 წლის ამერიკელი რეჟისორი, ცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი სეიჯ სტალონე, ლოს ანჟელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის დაუდგენელია. როგორც ცნობილია, გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის არანაირი კვალი არ შეინიშნება. ამბობენ, რომ გვამთან ერთად ნაპოვნია ტაბლეტები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, არის ვერსია, რომ სეიჯი სწორედ ამ სამედიცინო ტაბლეტების ზედმეტი დოზის მიღებამ იმსხვერპლა. თუ რა ტაბლეტებია ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
პირველად. მამასთან ერთად სეიჯი გამოჩნდა ფილმში „როკი V“, სადაც მთავარი გმირის შვილი როლს თამაშობდა. 1996 წელს კი ისევ მამასთან ერთად, ითამაშა ფილმში „დღის სინათლე“.
სილვესტერ სტალონეს წარმომადგენლის განცხადებით, მსახიობი შვილის დაღუპვით გამოწვეული შოკიდან ვერ გამოდის. „ეს საშინელი ტრაგედიაა. სეიჯი იყო ახალგაზრდა, წარმატებული კინემატოგრაფისტი და ბრწყინვალე ადამიანი, სტალონე გაანადგურა შვილის სიკვდილმა“ -ამბობს მსახიობის პრესმდივანი.