სამართალდამცეველებმა გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს. ამასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
"2012 წლის 11 ივლისს, სოფელ კარალეთში მოხდა ინციდენტი კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სიტყვიერ შეურაცხყოფას მოყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი, გოჩაშვილი გიორგი.
ასევე, დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო "ინფო 9"-ის ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს მიუსაჯა 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა", - აღნიშნულია განცხადებაში.