"ქართული ოცნების" აქტივისტის ცოტნე შენგელიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

ქართული ოცნების  სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტი ცოტნე შენგელია  სამართალდამცავებმა  დააკავეს ,- ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. კოალიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე   შენგელია, რომელიც იმავდროულად კახი კალაძის დაცვის წევრიცაა, საკუთარი სახლის წინ აიყვანეს.  ოპერაციას სამტრედიის პოლიციის უფროსი პირადად ხელმძღვანელობდა.

„დაკავებულს არ განუმარტეს, თუ რაში ედებოდა ბრალი, ასევე, უპასუხოდ დატოვეს ოჯახის წევრების შეკითხვა, თუ სად, რომელ განყოფილებაში გადაჰყავდათ ის. ცოტნე შენგელია გუშინ კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა სოფელ კარალეთში და, სავარაუდოდ, მისი დაკავება სწორედ იქ მომხდარ ინციდენტს უნდა უკავშირდებოდეს", - "ქართული ოცნების" განცხადებაში.

  კალაძის დაცვის თანამშრომელი, ცოტნე შენგელია, სამტრედიის პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.  მისი ადგილსამყოფლის  დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება თავდაპირველად ის  ქუთაისში გადაიყვანეს. თუმცა ქუთაისში ჩასულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მის ადგილს ვერ მიაკვლიეს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული შენგელია " ქვემო ქართლის პოლიციაში ჰყავთ.

„ გორიდან მოყოლებული, დავიარეთ ყველა სამხარეო პოლიცია, ამჟამად მივემართებით ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილებაში, ეჭვი გვაქვს, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა“,-  განაცხადა  ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თედო კობახიძემ