პაპუა-ახალი გვინეის პოლიციამ 29 კანიბალიზმის მიმდევარი დააკავა. ეჭვმიტანილებმა 7 ადამიანი შეჭამეს და ფაქტიურად, ქალაქ მადანგში არჩევნები ჩაშალეს.
დაკავებული კანიბალები აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ ჯადოქრები შეჭამეს, „რომლებიც საშიშროებას წარმოადგენდნენ ქალაქის მოსახლოებისთვის“,-აცხადებენ კანიბალები, რომლებიც თავის თავს „ექიმბაშებს“ უწოდებენ.
„კანიბალის კლუბის“ წევრები ხალხური მედიცინით იყვნენ დაინტერესებულნი, ისინი ადგილობრივებს ბალახეულ წამლებში ან ფულს ართმევდნენ ან სექსს სთხოვდნენ.
პაპუა-ახალი გვინეის პოლიციის განცხადებით, პროვინციაში 700-დან 1000-მდე კანიბალის კულტის მიმდევარი ცხოვრობს.