უკრაინას ეუთოში თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში ყარაბაღის პრობლემის დარეგულირება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება სურს. ამის შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩმა დსთ-ს, ბალტიისა და ქართული მედიასაშუალებების „მთავარ რედაქტორთა კლუბის“ შეხვედრაზე განცხადა.
„ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ სიტუაციას. მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ და სომხურ მხარებთან 2013 წლიდან დაიწყება. საერთაშორისო სამართლის პირობების დაცვა უმთავრესია. კომპრომისების ძიება დარეგულირების პროცესში თანაბარ დონეზე განხორციელდება“,-განაცხადა იანუკოვიჩმა.