The Daily Mail-ის ინფორმაციით, ინდოეთის შტატ უტარ პრადეში, სადაც მოსახლეობის უმეტესობას მუსლიმები წარმოადგენენ, უხუცესებმა ახალგაზრდებს სიყვარულით გათხოვება აუკრძალეს. „სიყვარულით ქორწინება ეს ჩვენი საზოგადოების სირცხვილია. ის ცუდად აისახება ახალგზრდების მშობლებზე, განსაკუთრებით ქალიშვილების მშობლებზე, რადგან ზიანს აყენებს მას“,-აცხადებენ უხუცესები.
ეს არ არის ერთადერთი ტაბუ, რომელსაც უხუცესები აწესებენ, ამ სოფლის მაცხოვრებელ ქალებს მობილური ტელეფონებით სარგებლობა და თავშიშველი სიარული ეკრძალებათ. ხოლო 40 წლამდე ქალებს სახალხო თავშეყრის ადგილებში, მარტო გამოჩენის უფლება არ აქვთ.
„სრულიად ინდოეთის ქალთა დემოკრატიული ასოციაცია“ აღშფოთებულია უტარ პრადეში შექმნილი მდგომარეობით, მისი თავმჯდომარე მადჰუ გარგი კი ხელისუფლებას მოუწოდებს ჩაერიოს საქმეში და „ეს ბარბაროსული“ წესები აკრძალოს.