"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დაიცვან „მაესტრო“ და „ინფო 9“ და ყველა თავისუფალი მედიასაშუალება.
from.ge-სთან საუბარში ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს „ინფო 9–ის“ და „მაესტროს“ წინააღმდეგ პირდაპირი შეტევაა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე.
„გადამცემი ანტენების დააყადაღება პირდაპირ ხელის შეშლაა ინფორმაციის გავრცელებზე, რადგან ინფორმაციის მიტანით ამომრჩევლის მოსყიდვა არ ხდება,“ – განაცხადა ბაღათურიამ, რომელმაც „მაესტროს“ და „ინფო 9“–ს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ქართული დასის“ ლიდერის შეფასებით, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავისუფალი სიტყვა უნდა დაიცვან, რადგან ქართული საზოგადოების ინტერესში შედის სწორი და დაბალანსებული ინფორმაციის მიღება, რასაც „მაესტრო“ და თავისუფალი საინფორმაციო სააგანტოები ახდენენ.