ამერიკელი მსახიობი რონ პერლმანი თბილისს ეწვევა, სადაც გადაიღებენ კინოალმანახში, „თბილისი, ჩემი ქალაქი“ (Tbilisi, My City) ეს არის ქართულ-ამერიკული წარმოების პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება 12 ფილმი. ქართულ-ამერიკული კინოალმანახი 12 განსხვავებულ ისტორიას გააერთიანებს. თითოეულ მათგანზე ქართველი რეჟისორები, სცენარისტები და კინომატოგრაფები იმუშავებენ. როგორც ამბობენ, კინოალმანახში დოკუმენტური მასალებიც შევა. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
რონ პერლმანი ითამაშებს ამერიკელ მოტოციკლისტის როლს, რომელიც თბილისის გარშემო ქალბატონთან ერთად მოგზაურობს. რონ პერლმანის პარტნიორის როლს სარა დიუმონი შეასრულებს.
დაახლოებით, ერთი თვის წინ, ამ პროექტის ფარგლებში თბილისს, მალკოლმ მაქდოუელი ესტუმრა . ჰოლივუდელი მსახიობი, ერთ-ერთი, ქართველი რეჟისორის ნიკა აგიაშვილის ფილმში მონაწილეობს. ის განასახიერებს მსახიობის როლს, რომელიც საქართველოში ახალ ფილმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდის, მას ჩვენს ქალაქზე არასასურველი წარმოდგენა აქვს, რომელიც შემდეგ ძირფესვიანად ეცვლება და ძალიან უყვარდება ის.