ზურაბ ადეიშვილის გარდა პარლამენტში  მინისტრობის ყველა კანდიდატი  მივიდა

ზურაბ ადეიშვილის გარდა პარლამენტში მინისტრობის ყველა კანდიდატი მივიდა

ზურაბ ადეიშვილის გარდა პარლამენტში  მინისტრობის  ყველა კანდიდატი მივიდა.  ამ წუთებში მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები და  დეპუტატები ახალ სამთავრობო პროგრამას უსმენენ. მას პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს.

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალაც გაიმართება. პარლამენტი“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების მიღებას დაჩქარებული წესით აპირებს. ახალი კანონპროექტის თანახმად, მთავრობის კანცელარიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს (ნაცვლად მთავრობის კანცელარიის უფროსისა). ამასთან, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება. ის კანონის ნაცვლად, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, იმ უფლებამოსილებათა სახეები განისაზღვრება, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც პრემიერ-მინისტრს ეძლევა.