პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების ახალ პროექტს – “მეტი სარგებელი ხალხს” გამოეხმაურა.
ამასთან დაკავშირებით მან facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ეს ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ივანიშვილის ხმების მნიშვნელოვანი ნაწილის მითვისებას ისახავს.
„მოკლედ იფიქრეს, იფიქრეს და ჩათვალეს, რომ ხალხი კომუნისტური მენტალიტეტით დაავადებული იდიოტია და თუკი მეტ მილიარდებს დაპირდებიან ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში და კიდევ ათასლარიან ვაუჩერსაც მიაყოლებენ, ივანიშვილის ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი მათკენ წავა. მერე კი, რა თქმა უნდა, გადააგდებენ ამ ხალხს ლიბერტარიანელი მიშისტების გულის გასახარად და იცხოვრებენ ტკბილად და ბედნიერად... მაგრამ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ: რაოდენ იდიოტიც არ უნდა იყოს ვინმე, იმდენად იდიოტი არავინაა, ამათი დანაპირები რომ დაიჯეროს. ის კი არა, მათივე მომხრეებსაც არ ჯერათ”, - წერს ზურაბიშვილი.