ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჭარბი წონის პრობლემა, უფრო და უფრო, აქტუალური ხდება. ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ხუთი ნატურალური პროდუქტისგან შედგენილი სია, რომელიც ზაფხულიც ცხელ დღეებში ზედმეტი ცელულიტის მოშორებაშიც დაგვეხმარება, წონის შენარჩუნებაშიც, გარუჯვაშიც, გალამაზებასა და გაჯანსაღებაშიც. ეს პროდუქტებია: სტაფილო, საზამთრო, ყურძენი, თხილი და მწვანე ჩაი.
სტაფილოს სარგებლიანობაში უკვე დიდი ხანია ეჭვი არავის ეპარება. ეს ბოსტნეული დაგეხმარებათ კანის სილამაზის შენაჩუნებაში, განსაკუთრებით ცხელ ამინდში. ბეტა-კაროტინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს, ხელს უწობს ეფექტურ გარუჯვას, რუჯი კი, მთელი ზაფხულის განმავლობაში დაგრჩებათ.
მცენარეული უჯრედების დიდი რაოდენობის წყალობით, სტაფილო ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ტოქსინებსა და წინდებს, რითაც ორგანიზმს სიმხნევეს უნარჩუნებს. კაროტინის გარდა სტაფილოში ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაა, მაგალითად Bჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის, კანისა და თმის გაჯანსაღებას.
საზამთრო გვაგრილებს და გვაძლევს ენერგიას, ასევე არეგულირებს თირკმლებისა და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამასთანავე ის საერთოდ არ შეიცავს კალორიებს და ძალიან გემრიელია.
ყურძენი იცავს კანს დაბერებისგან. ის შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც ინარჩუნებს ახალგაზრდობას. ეს ძალიან სასარგებლო დაბალკალორიული ხილია.
თხილი სხვა დანარჩენ ბოსტნეულსა და ხილზე მეტ კალორიას შეიცავს. მაგრამ ის სასარგებლოა ორგანიზმის მთელი სისტემის დარეგულირებისთვის, თან თხილს დიდი რაოდენობით მაინც არასდროს მიირთმევენ.
რაც შეეხება სასმელს, მეცნიერები გვირჩევენ მთელი ზაფხულის განმავლობაში მწვანე ჩაი მივიღოთ. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და ხელს უწყობს ცხიმის წვას. ცივი ჩაი ლიმნისა და თაფლის დამატებით, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი, გამაჯანსაღებელი და გამაგრილებელი სასმელია.