შოთა უტიაშვილი:  შსს ანალიტიკური დეპარტამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილება  ახალი მინისტრის მოსვლის გამო არ მიმიღია

შოთა უტიაშვილი: შსს ანალიტიკური დეპარტამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილება ახალი მინისტრის მოსვლის გამო არ მიმიღია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო  ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი  აღარ არის.  ამის შესახებ ინფორმაციას შოთა უტიაშვილი ადასტურებს.

როგორც from.ge - სთან საუბარში უტიაშვილი აცხადებს, შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მან  საკუთარი სურვილით დატოვა და აღნიშნა, რომ ახალ სამსახურში გადადის.

უტიაშვილი უარყოფს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შსს-ში საკადრო ცვლილებები მინისტრის, ბაჩო ახალაიათი შეცვლას უკავშირდება.

„არანაირად არ უკავშირდება. გადავდივარ ახალ სამსახურში,  რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე,  მაგრამ  ახალი მინისტრის მოსვლას და მითუმეტეს მის პიროვნებას არანაირად არ უკავშირდება“, - განაცხადა უტიაშვილმა.

უტიაშვილის თქმით, მომავალი სამუშაო ადგილის შესახებ,  ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი,  ხოლო შეკითხვას,  ვინ შეიძლება დაიკავოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა აცხადებს, რომ აღნიშნულის გასაგებად ახალ ხელმძღვანელებს უნდა დავუკავშირდეთ.