შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა დაიწყეს. შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე განცხადება გუშინ უკვე დაწერა. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც თანამშრომლებმა შეიტყეს, რომ მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაია არის წარდგენილი.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, ბაჩო ახალიას მინისტრის პოსტზე წარდგენას რამდენიმე სამსახურის უფროსი უარყოფითად შეხვდა, ამიტომ მათ შსს-ში მუშაობის გაგრძელება აღარ სურთ.
არაოფიციალური წყაროს ცნობით, ირაკლი კოდუამ შესაძლოა სოდის უფროსის თანამდებობა დაიკაოს. ის ამჟამად კრიმინალური პოლიციის უფროსია. თუმცა, კოდუას და ბაჩო ახალაის ერთმანეთთან მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არა აქვთ და ამდენად, მათი ერთ სტრუქტურაში მუშაობა ძნელად წარმოსადგენია.
კოდუას დაწინაურება შესაძლოა ვანო მერაბიშვილის ინტერესში შედიოდეს, რადგან კოდუა მერაბიშვილის კადრად მოიაზრება.
შს მინისტრად ბაჩო ახალაიას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.