ლაგოდეხში საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ კენჭი შესაძლოა ყოფილმა მოჭიდავემ, „სახალხო კრების“ წარმომადგენელმა, ლუკა კურტანიძემ იყაროს.
მის თქმით საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი და ამ ეტაპზე მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„სადაც საქმე მოითხოვს, იქ დავდგები. ნამდვილად არ არის ჩემი ოცნება, რომ პოლიტიკაში ვიყო. უბრალოდ, ამას ქვეყნის გადასარჩენად ვაკეთებ“, – აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.
კურტანიძე რამდენიმე წელია „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრია. დაიბადა 1972 წლის 16 აპრილს ქვემო ფშავში. თავისუფალ ჭიდაობაში არის ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების პრიზიორი.
ცნობილია, რომ ლუკა კურტანიძე ბერობისთვის ემზადება. ამის შესახებ კურტანიძემ ცოტა ხნის წინ, , რადიო „პალიტრის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ მოტივით აქვს მას წვერი მოშვებული. „ჯერ საერო საქმე მაქვს შესასრულებელი და მერე ბერობისთვის მოვემზადები, თუმცა ძალიან დიდი ბრძოლები მელის და თუ შევძელი, ამ გზას დავადგები“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.