მერაბიშვილი კომუნალურ გადასახდებისადმი მთავრობის დამოკიდებულებას პრაგმატულად აფასებს

მერაბიშვილი კომუნალურ გადასახდებისადმი მთავრობის დამოკიდებულებას პრაგმატულად აფასებს

  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ივანე მერაბიშვილი კომუნალურ გადასახდებისადმი მთავრობის დამოკიდებულებას პრაგმატულ მიდგომად აფასებს.

ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” სხდომაზე, გიორგი თარგამაძე დაინტერესდა თუ რა დამოკიდებულება აქვს ვანო მერაბიშვილს კომუნალურ გადასახადებთან, მათ შორის დენის გადასახადის ნაგვის გადასახადის მიბმაზე და ხომ არ გადახედავს მთავრობა ამ პოლიტიკას.

ივანე მერაბიშვილს გიორგი თარგამაძესთვის დეტალური პასუხი არ გაუცია და მხოლოდ ის თქვა, რომ ამ მიმართულებით მთავრობას ერთიანი პოზიცია აქვს და პრაგმატული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული.