დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 900 ათასი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი გვინდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თანხა ამ სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, ინვენტარის შეძენასა და ზოგადად მის ფუნქციონირებას მოხმარდება.
„იმის გამო, რომ საგარეო ვალის დაფარვა ზოგადად უცხოურ ვალუტაში არის აღნიშნული. იმის გამო, რომ კურსი ყოველთვის მერყეობს, რესურსი გამოგვითავისუფლდა და ის ახალი სახელმწიფო მინისტრია აპარატის დაფინანსებას მოხმარდება“, –აღნიშნა გვინდაძემ.
დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე იქნება.