ნაციონალურ მოძრაობას მინისტრთა ახალი კაბინეტი თითქმის სრული შემადგენლობით ესტუმრა. თუ მანამდე საპარლამენტო კომიტეტებში ვანო მერაბიშვილი და ერთი-ორი მინისტრი დადიოდა, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე ნამდვილი მინისტრთცვენა იყო.
ფრაქცია „ძლიერ საქართველოსთან“ შეხვედრას ვანო მერაბიშვილთან ერთად შს მინისტრობის ახალი კანდიდატი ბაჩო ახალაია და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი შაშკინი ესწრებოდა. უმრავლესობასთან დახურულ შეხვედრაზე შაშკინთან და ახალაიასთან ერთად ასევე გამოცხადდნენ: ხათუნა კალმახელიძე, ვერა ქობალია, დალი ხომერიკი, დიმიტრი გვინდაძე, ალექსანდრე ხეთაგური, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ბარამიძე,ნიკოლოზ რურუა და სხვები.
დღეს პარლამენტში არ გამოჩენილა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ადეიშვილი.
უმრავლესობამ მინისტრებთან საუბარი ტელეკამერების გარეშე ისურვა.