მთავრობის ახალ შემადგენლობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“საინტერესო შეფასებები და გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთმა მომხმარებელმა მერაბიშვილის ახალაიათი ჩანაცვლება მთავრობის შეცდომად შეაფასა.სოციალურ ქსელში სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანების სტატუსებს და კომენტარებს თავი ერთად კახეთის საინფორმაციო სამსახურმა მოუყარა.
ია ნათაძე – მოკლედ, მიხეილ სააკაშვილმა მერაბიშვილის მომხრეებიც გადაიმტერა და „ლიბერტარიანელებიც“.
დავით ზურაბიშვილი – სიმღერა რომაა ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია, შაბათი ხომ შაბათია... ისეა ჩვენი მთავრობაც: ყველა ერთი შაშკინია - ახალაიაც შაშკინია, ხეთაგურიც შაშკინია, დეკანოიძეც შაშკინია, გილაურიც შაშკინია, რურუაც კი შაშკინია, შაშკინი ხომ შაშკინია და ა.შ.
სიმონ ჯანაშია – საინტერესოა რა შეიცვლება მთავრობის ცვლილებით? შაშკინი წაიყვანს თავის გუნდს, როგორც ეს ადრე ქნა (სასჯელაღსრულებიდან რომ გადმოიყვანა განათლებაში)? გამოცდების ცენტრის დირექტორი ვინ იქნება?
ირაკლი სესიაშვილი – შაშკინის მაგივრად თავდაცვის მინისტრად რომელიმე მანდატური რომ დაენიშნათ, ალბათ უფრო წაადგებოდა ქვეყანას :))))
ბესო კურტანიძე – პირველი რასაც ახალი შსს მინისტრი გააკეთებს, თუ გადადგომა ვერ მოასწრო, მესხელს მოხსნის, მერაბიშვილის მეგობარს.
გოგა ხაჩიძე – საინტერესო ქვეყანა ვართ, მინისტრი პრემიერი გახდა და არავინ ჩათვალა რომ „დაწინაურდა“, კარგია :)
სიმონ დოლიძე – „ლიბერტარიანელთა“ ვარამი-3 - აქა ამბავი ახალაიას დანიშვნას ზედა გოდებასა და ეკა ზღულაძის და შოთა უტიაშვილის ნატრებისა :)
ნათია ორველაშვილი – ეს კალმახელიძე რა გახდა, კაცო?
გელა მთივლიშვილი – ვანო ჩამოაშორეს შსს–ს, მაგრამ „სიკვდილის ექსპორტის“ დედოფალი რატომ არ მოხსნეს?
შალვა რამიშვილი – ხედავ ია? შაშკინი თვდაცვაში, პოლიციელი განათლებაში... რაღაც სიგიჟეს აქვს ადგილი“, „ეს შაშკინი ციხეშიც მაგარია, განათლებაშიც და ჯარშიც? რა მაგარია: რუსი გვყვავს თავდაცვის მინისტრი :))
გურამ როგავა – ვიცოდი, რომ დღეს რაღაც გამიხარდებოდა :)))
მიხეილ ხეცოიძე – მაქსიმალური კომფორტი ახლა უკვე თავდაცვის სამინისტროში :)
ნინო ფრანგიშვილი – დასაქმების სამინისტროს პარალელურად, დაბანის სამინისტროც რომ შეექმნა მიშას, რა მოხდებოდა?!!!!!! ჩვენ ადამიანები არ ვართ?!!!! იმ სამუშაო ადგილებში ხომ გაჩერება შეუძლებელი იქნება?!!!!
ბექა მჭედლიშვილი – კობა სუბელიანი რა საყვარლად მოტეხეს ♥
მარი ახსიაშვილი – ამ გაგანია გამოცდებისას - ჯერ იყო და შეფი შეცვალეს, ახლა - მინისტრი... წლევანდელ აბიტურიენტებს შეუძლიათ თქვან - ჩვენ ვართ, თუ ვართო.
ბექა მჭედლიშვილი – დიმიტრი შაშკინი დირექტორებს რომ ემუქრებოდა, თქვენ სისხლს დავლევო, გახსოვთ? ახლა წარმოიდგინეთ, ჯარში რეებს ჩაატარებს :) ანდაც, ეროვნებით რუსი რო დაგვინიშნა მიშამ თავდაცვის მინისტრად... რა ვქნათ ახლა? :) სისხლმა რომ უყივლოს? :)
ნათია ორველაშვილი – შოპინგის და მდგრადი მაკიაჟის სამინისტრო ♥
ნინო თამაზაშვილი – უმუშევრობის მინისტრიც გვეყოლებააა :)))
გიგა ნასარიძე – ვინ თქვა ვანო ვერ ლაპარაკობსო?:) თან მართლა ენაბლუ ბიძინასგან განსხვავებით ტელესუფლიორის გარეშე საუბრობს და აბსოლუტურად გამართულად:)
თეა სიჭინავა – აი იმ თამაშს რა ჰქვია წრეზე, რომ დადიხარ და როცა მუსიკა შეწყდება სკამზე დაჯდომა, რომ უნდა მოასწრო თორემ გარეთ დარჩები? :)) მთავარია მუსიკა იყოს და წრეზე ტრიალებდე, რომელიმე მინისტრის სკამზე მაინც აღმოჩნდები, მერე რა რომ სულ სხვა ოპერიდან ხარ :))) ცირკ :))
მაგდა კლდიაშვილი – ხატია დეკანოიძე უფრო გაქაჩავდა თავდაცვაში, თავდასხმაში რა ვიცი ყველგან, ვიდრე შაშკინი:))))))))